საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბელორუსიაში 19 დეკემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ოფიციალურად შეაფასებს მხოლოდ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა. მანანა მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყურადღებით ისმენს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს, ქართველი მეთვალყურეები კი, ამ დრომდე მინსკში იმყოფებიან. ამასთან, ბელორუსიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე 20 დეკემბერს გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკას არჩევნებში გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მიულოცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბელორუსიის არჩევნებს შეაფასებს საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ
ყველაზე პოპულარული
1