Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიიდან რუსეთის მოქალაქე გაასახლეს


რუსეთის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ნორვეგიაში ერთი ჟურნალის მიერ „წლის მოქალაქედ“ გამოცხადა, ამ ქვეყნიდან გაასახლეს. ვლადიკავკაზში დაბადებულ მადინა სალამოვამ, რომელიც რუსეთიდან დევნილმა მშობელმა ჩაიყვანეს სკანდნავიაში, დაწერა წიგნი თავის ცხოვრებაზე ნორვეგიაში. 25 წლის ქალი, რომელსაც იქ მარი ამალიას სახელით იცნობენ, ნორვეგიაში უკანონოდ ცხოვრობდა 2004 წლიდან, როცა მის ოჯახს თავშესაფარზე უარი უთხრეს. წარმატებული წიგნის ავტორი მიჩნეულია როგორც კარგად ინტეგრირებული ნორვეგიაში. მას არაერთი მოქალაქე ამოუდგა მხარში, მისი მხარდამჭერი დემონსტრაციაც გაიმართა, მიმართეს ქვეყნის მთავრობასაც, მაგრამ ნორვეგიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება არ შეცვალა და მისი დეპორტირება რუსეთში ორშაბათს განხორციელდა.
XS
SM
MD
LG