საქართველოს მთავრობაში კვლავ რეორგანიზაცია იწყება. პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განმარტებით, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სახელმწიფო მინისტრის აპარატად ჩამოყალიბდება, ენერგეტიკის სამინისტრო კი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდ გარდაიქნება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გარემოს დაცვა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქცია იქნება, ბუნებრივი რესურსებისა და ლიცენზირების საკითხების გადაწყვეტა კი, ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენცია. ცვლილებათა პროექტზე საქართველოს პარლამენტი უახლოეს ხანში იმსჯელებს.
საქართველოს მთავრობაში რეორგანიზაცია იწყება

სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1