უნდა გაფართოვდეს რუსეთის სამხედრო აგრესიის ძირითადი მიზნების ნუსხა; უნდა დაიხვეწოს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები, ხოლო დემოკრატიული სისტემის არამდგრადობის საფრთხემ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების მთავარ ჩამონათვალში უნდა გადაინაცვლოს - ასეთი გახლავთ საპარლამენტო უმცირესობის მიერ წამოყენებული მთავარი წინადადებები, რომლებიც, სავარაუდოდ, აისახება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში. თუმცა არსებობს საკითხები, რომელთა გარშემოც შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. დოკუმენტზე მუშაობის პროცესში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია 14 მარტს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს ხვდებოდა.
საპარლამენტო უმცირესობა აბსოლუტურად იზიარებს ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის პროექტში ასახულ ფორმულირებას, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და სამხედრო აგრესიის განახლების საფრთხე ქვეყნის წინაშე არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს; თუმცა, იმავე უმცირესობის აზრით, გასაფართოებელია რუსეთის მიზნებისა და ამოცანების ჩამონათვალი. მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის გიორგი თარგამაძის აზრით, ახალ დოკუმენტში აუცილებლად უნდა აისახოს ის ფაქტი, რომ ”რუსეთის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს ჩამოშორება ევროატლანტიკური სივრციდან, ქვეყნის ამ სწრაფვიდან მოწყვეტა და რუსულ ორბიტაზე დაბრუნება...”
უკვე ცნობილია, რომ ეს წინადადება აუცილებლად აისახება ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის პროექტში და ეს 14 მარტს გამართულ შეხვედრაზე ბათუ ქუთელიამაც დაადასტურა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე მიიჩნევს, რომ ამ საკითხის უფრო ფართო კონტექსტში გადატანა ”მთელი დოკუმენტისთვის შექმნის აბსოლუტურად ნათელ ფონს და გამორიცხავს დამატებით შეკითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ნომერ პირველი საფრთხე რუსეთის მიერ ოკუპაცია და შემდგომი აგრესიის ალბათობა.”
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ბათუ ქუთელიას მოსაზრებას მიესალმება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან გურამ ჩახვაძე. თუმცა ის ასევე მოითხოვს, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ცალკე გამოიყოს ოკუპანტი რუსეთის ეკონომიკური აგრესიის საფრთხეც:
”მიდის მიწების დასაკუთრება, მიდის რკინიგზის, ინფრასტრუქტურის დასაკუთრება და ეს ხდება რუსეთის, როგორც სახელმწიფოს, ასევე ცალკეული კომპანიების მხრიდან. შეიძლება იქ უცხოელებიც შედიან... ჩვენ მსოფლიო თანამეგობრობას უნდა ვუთხრათ, რომ მხოლოდ სამხედრო აგრესიის საფრთხე არ არსებობს. ის, რაც იქ ხდება, მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენთვის.”
გურამ ჩახვაძის მიერ წამოყენებულ საკითხს მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბათუ ქუთელიაც, თუმცა, მისი აზრით, ეს თემა უკვე ისედაც არაერთგან და საკმაოდ კარგად არის ასახული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტში:
”... იგივე, თუნდაც, დეოკუპაციის პოლიტიკაში... იგივე, თუნდაც, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისა და საგარეო პოლიტიკის ნაწილში. ანუ ეს მთელ ამ დოკუმენტში იკითხება იმდენად, რამდენადაც სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება... ”
ეროვნული უშიშროების საბჭოს ასეთი მიდგომების მიუხედავად, ეროვნულ-დემოკრატი დეპუტატი გურამ ჩახვაძე საკითხზე მუშაობის გაგრძელებას და შემდგომი განხილვისთვის კონკრეტული ფორმულირებების შემუშავებას გეგმავს.
ასევე დამატებითი არგუმენტაციისა და ზუსტი ფორმულირებების მომზადებას აპირებენ ქრისტიან-დემოკრატები იმ ორ წინადადებასთან მიმართებით, რომლებიც რელიგიისა და ენის საკითხებს უკავშირდება და რომლებსაც ამ ეტაპზე არ იზიარებს ეროვნულ უსაფრთხოებაზე მომუშავე ჯგუფი. ბათუ ქუთელიას განმარტებით, ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში, დოკუმენტის ძირითადი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ამ საკითხებისთვის შესაბამისი ცალკე ადგილი ვერ გამოინახა, თუმცა კვლავაც შესაძლებელია მუშაობის გაგრძელება ამ საკითხებთან დაკავშირებით.
ვიდრე მუშაობა გაგრძელდება, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე კმაყოფილებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო იზიარებს მისი გუნდის ინიციატივას, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საკითხი პრიორიტეტად გამოცხადდეს. თარგამაძე იმედოვნებს, რომ დემოკრატიული სისტემის არამდგრადობის საფრთხე ახალი დოკუმენტის სტრუქტურაში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების მთავარ ჩამონათვალში გადაინაცვლებს და ამით უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში დესტრუქციული ძალების ჩარევის საფრთხეს, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებასა და საარჩევნო ციკლის განხორციელებას.
დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასა და დემოკრატიულ კონტროლს ახალ დოკუმენტში მეტი ყურადღება რომ დაეთმობა, ეს 14 მარტის შეხვედრაზეც დაადასტურა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ. თუმცა, მისი განმარტებით, ჯერჯერობით დაუზუსტებელია, თუ როგორ აისახება ეს თემები ახალი დოკუმენტის სტრუქტურაში. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, შესაძლოა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პრიორიტეტს ადგილი დაეთმოს დოკუმენტის შესავალ ნაწილში, რომელსაც, ქუთელიას თქმით, ”მაღალი იმპერატიული მნიშვნელობა აქვს” და რომელიც ”ქმნის ქოლგას ყველა სხვა პარაგრაფისთვის.”
დაბოლოს, ვთქვათ, რომ ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციას, რომელმაც 2005 წელს მიღებული წინამორბედი დოკუმენტი უნდა ჩაანაცვლოს, საქართველოს პარლამენტი, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში დაამტკიცებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია მრავალმხრივი დოკუმენტია და ის ასახავს როგორც ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და რისკებს, ასევე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აკონკრეტებს ეროვნულ ინტერესებსა და ძირითად ღირებულებებს.
რუსეთის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს ჩამოშორება ევროატლანტიკური სივრციდან, ქვეყნის ამ სწრაფვიდან მოწყვეტა და რუსულ ორბიტაზე დაბრუნება...