Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ავიაციამ ტრიპოლის გარეუბანს შეუტია


ნატოს სამხედრო ავიაციამ იერიში განახორციელა ლიბიის დედაქალაქის იმ ნაწილზე, სადაც განლაგებულია მუამარ კადაფის რეზიდენცია. ნატოს მისიის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვით, დასავლურ მედიას აცნობა, რომ დილით მიზანს სამი საავიაციო ბომბი ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, საავიაციო იერიში განხორციელდა ასევე კადაფის რეზიდენციასთან ახლომდებარე ერთ-ერთ სამხედრო ყაზარმაზე. პარასკევს "დიდი რვიანის" სამიტზე საფრანგეთში, რუსეთმა მხარი დაუჭირა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც მოუწოდებენ კადაფის გადადგეს. გადადგომის საქმეში რუსეთმა კადაფის საკუთარი შუამავლობა შესთავაზა. მედვედევმა განაცხადა, რომ კადაფის აღარ აქვს უფლება მართავდეს ლიბიას.
XS
SM
MD
LG