Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასტანის სამიტში ირანის პრეზიდენტიც მონაწილეობს


ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა მასპინძლობს რეგიონულ სამიტს, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც, ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი გამოვიდა მოწოდებით მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარებისაკენ. მისი თქმით, ამჟამინდელ წესრიგს მართავს ხალხი, რომელიც წარსულში „მონათფლობელი და კოლონიზატორი იყო“. დასავლეთისადმი ამ კრიტიკით აჰმადინეჟადი გამოვიდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, რომლის მონაწილეებიც ორგანიზაციის დაარსების მე-10 წლისთავს აღნიშნავენ. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია აერთიანებს ყაზახეთს, ჩინეთს, რუსეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთსა და ტაჯიკეთს. მეთვალყურეთა სტატუსი აქვთ ირანს, პაკისტანსა და ავღანეთს.
XS
SM
MD
LG