Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანუატუს ახალმა პრემიერ-მინისტრმა გააუქმა აფხაზეთის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ ვანუატუს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახლახან შეუდგა, აფხაზეთის აღიარების შესახებ წინა მთავრობის გადაწყვეტილება გააუქმა. სამინისტროს აზია-აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის ზურაბ ალექსიძის ცნობით, 17 ივნისს გავრცელდა ვანუატუს ახალი მთავრობის პრესრელიზი, რომლის თანახმად, გაწვეულია წინა მთავრობის გადაწყვეტილება აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. ალექსიძის შეფასებით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ვანუატუს ახალი მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, წინა ხელისუფლების გადაწყვეტილება კი, შეცდომა და გაუგებრობა იყო.
XS
SM
MD
LG