სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მიაჩნია, რომ აუცილებელია შეჩერდეს საქართველოში რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურა, - ნათქვამია პატრიარქის საგანგებო განცხადებაში, რომელიც დღეს საპატრიარქოში ჟურნალისტებს გიორგი ზვიადაძემ გააცნო. საქართველოს პარლამენტმა 1 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონი რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრებისა და მოვლა-პატრონობის საკითხი არ დასმულა დღემდე და არც ქართული ეკლესიის სტატუსის განხილვა დაწყებულა. "თავის მხრივ ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული", - ნათქვამია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის განცხადებაში.
ყველაზე პოპულარული
1