Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პრეზიდენტი ახალი მთავრობის გარშემო კონსულტაციებს მართავს


იტალიის პრეზიდენტმა, ჯორჯო ნეაპოლიტანომ დღეს დაიწყო მოლაპარაკება პარლამენტის ორივე პალატის წარმომადგენლებთან. კონსულტაციების მიზანია აირჩიონ ახალი მთაdრობა, რომელიც ქვეყნის მართვას იკისრებს პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის შემდეგ. ბერლუსკონი გადადგა გუშინ. ახალ მთავრობას მოუწევს ევროზონის, სიდიდით მესამე ეკონომიკას გაუძღვეს და ქვეყანას თავიდანი ააცილოს საფინანსო კატასტროფა. სავარაუდოდ, ახალი ადმინისტრაციის ფორმირება ყოფილ ევროკომისარს, მარიო მონტის დაევალება. შაბათ ღამით, იტალიის დედაქალაქ რომში, ხალხი სილვიო ბერსუკონის გადადგომას ზეიმობდა.
XS
SM
MD
LG