რუსეთის პრეზიდენტი გუშინ დაიმუქრა, რომ რუსეთი თავის რაკეტებს მიმართავს ვროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის წინააღმდეგ, თუ შეერთებული შტატები არ გაითვალისწინებს მოსკოვის შეშფოთებას, რომელსაც იწვევს ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმა. მეტიც: რუსეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ მისი ქვეყანა გამოვა ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან - შეერთებულ შტატებთან შარშან გაფორმებული ე.წ. ახალი „სტარტიდან“.
საკითხზე, რომელიც კარგა ხანია, იწვევს კრემლის უკმაყოფილებას, პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მკაცრი განცხადება გააკეთა: შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ მოსკოვი რაკეტებს მიმართავს ევროპაში მისი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის წინააღმდეგ, თუ ვაშინგტონში არ გაითვალისწინებენ მოსკოვის შეშფოთებას. „შეიარაღებულ ძალებს ჩემგან აქვთ მიღებული დავალება, შეიმუშაონ ზომები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ანტისარაკეტო სისტემის საინფორმაციო და სამართავი საშუალებების განადგურებას“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
გეგმით, რომელზეც მედვედევმა ილაპარაკა, ისკანდერის ტიპის რაკეტებს განათავსებენ ევროკავშირის მოსაზღვრე კალინინგრადის ოლქში, ისევე როგორც სამხრეთ და დასავლეთ რუსეთის რამდენიმე სხვა რეგიონში. „ჩვენ გვარწმუნებენ, რომ მათი გეგმები არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. თან ასე გვეუბნებიან: ეს არ არის თქვენს წინააღმდეგ, ნუ ღელავთო... რომ იტყვიან, გვამშვიდებენ. მაგრამ ეს ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე მაშინ, როცა ზოგი ქვეყნის კანონმდებლები პირდაპირ გვეუბნებიან: გაითვალისწინეთ - ეს არის თქვენს წინააღმდეგო“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ, როცა მოსკოვი საკითხს აყენებს ისე, რომ ყველაფერი გაფორმდეს გაფორმდეს წერილობით - მკაფიო, იურიდიული ვალდებულებების სახით, მას კატეგორიულ უარს ეუბნებიან.
შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ ანტისარაკეტო სისტემა საჭიროა ისეთი ქვეყნებიდან მომდინარე პოტენციური საფრთხის გამო, როგორიც არის ირანი, ან ჩრდილოეთი კორეა და რომ სისტემა არ იქნება აღჭურვილი პოტენციალით რუსეთის არსენალის შესაზღუდად. ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა 2020 წელს უნდა ამოქმედდეს. ის ითვალისწინებს ხმელეთზე და წყალზე ბაზირების სარადარო სისტემების და გადამტაცი რაკეტების განთავსებას რამდენიმე ადგილას ევროპაში.
ვაშინგტონი უკვე შეუთანხმდა რუმინეთს, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე 24 გადამტაცი რაკეტის განლაგების და თურქეთს, იქ სარადარო სისტემის აღმართვის შესახებ. მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მართლაც გაითვალისწინა მოსკოვის უკმაყოფილება და 2009 წელს გასცა განკარგულება პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პერიოდში შემუშავებული გეგმის (ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმის) გადასინჯვის თაობაზე. ბუშის პერიოდის გეგმით, გადამტაცი რაკეტები უნდა განთავსებულიყო პოლონეთის ტერიტორიაზე, ხოლო სარადარო სისტემა - ჩეხეთის რესპუბლიკაში.
მაგრამ მედვედევის გუშინდელი განცხადება ცხადჰყოფს, რომ მოსკოვი კმაყოფილი არ არის არც ვაშინგტონის ახალი გეგმით. პრეზიდენტ მედვედევის თქმით, რუსეთი კვლავაც მზად არის ამ საკითხზე შეერთებულ შტატებთან დიალოგისათვის, ან ნატოსთან თანამშრომლობისათვის. მაგრამ, თუ მხარეებმა ვერ მიაღწიეს წინსვლას, რუსეთმა შესაძლოა, საჭიროდ მიიჩნიოს ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლა: „სიტუაციის არასასურველი გზით განვითარების შემთხვევაში, რუსეთი იტოვებს უფლებას, უარი თქვას შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე განიარაღების სფეროში და, შესაბამისად, შეიარაღების კონტროლის სფეროში. გარდა ამისა, იმ განუყოფელი კავშირის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს სტრატეგიულ შემტევ და თავდაცვით შეიარაღებას შორის, შესაძლოა, შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულებიდან“.
საქმე ეხება ე.წ. ახალ „სტარტს“, რომელზეც შარშან მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა და რომელსაც ვაშინგტონი მიიჩნევს „გადატვირთვის“ პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ წარმატებად.
მედვედევის განცხადებაზე გამოხმაურებისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მარკ ტონერმა აღნიშნა, რომ აშშ ვერ ხედავს საფუძველს „სტარტის“ ხელშეკრულებიდან გამოსვლით დამუქრებისათვის. მედვედევის გამოსვლის შემდეგ განცხადება გააკეთა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა, ტომი ვიტორმაც. მისი თქმით, შეერთებული შტატები არ აპირებს ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმის შეზღუდვას ან შეცვლას.
მკაფიო იყო ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის გამოხმაურებაც. მან განაცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ რუსეთის მუქარით.

სიტუაციის არასასურველი გზით განვითარების შემთხვევაში, რუსეთი იტოვებს უფლებას, უარი თქვას შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე განიარაღების სფეროში ...