ევროკავშირმა დღეს გამოთქვა შეშფოთება რუსეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო. ეს საკითხი წამოიჭრა ბრიუსელში, ევროკავშირ-რუსეთის სამიტზე, რომელიც ბოლო ასეთი შეხვედრაა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევისათვის. მედვედევი არ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას რუსეთში მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელთა შედეგადაც, თითქმის ეჭვს არ იწვევს, რომ გაიმარჯვებს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი. ბრიუსელში დღევანდელი სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის ქვეყნების საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ გამოთქვა შეშფოთება რუსეთში არჩევნების დროს აღრიცხული დარღვევების გამო, რომელთა შესახებაც იუწყებიან, მისი თქმით, როგორც საერთაშორისო მეთვალყურეები, ისე რუსეთის საზოგადოების ნაწილი. პრეზიდენტმა მედვედევმა კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ინვესტიცია განახორციელოს ევროზონის დასახმარებლად. მას არ დაუსახელებია დახმარების მოცულობა. ევროკავშირი არის მოსკოვის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი.
ყველაზე პოპულარული
1