ეგვიპტის ხელისუფლებამ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილებაზე აკრძალვა დააწესა სულ ცოტა 10 ამერიკელისა და ევროპელისათვის, რომლებიც ეგვიპტეში მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ. აკრძალვა, სხვათა შორის, შეეხება აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრის რეი ლაჰუდის შვილ სემს, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ეგვიპტის ფილიალის დირექტორია. დეკემბერში ეგვიპტის უშიშროების ძალებმა უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების 17 ოფისში ჩაატარეს რეიდი, საიდანაც ამოიღეს კომპიუტერები და დოკუმენტაცია.