ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში გააუქმეს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში დააწესეს გაფიცვის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების შემდეგ. ძალადობის შედეგად ჟანაოზენში დაიღუპა 16 ადამიანი. გაფიცვაში მონაწილეობდნენ ნავთობმრეწველობის მუშები, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქიდან გაიყვანეს უშიშროების ჯარების საგანგებო შენაერთები, თუმცა, ქუჩებში კვლავაც ბევრი პოლიციელი რჩება. საგანგებო მდგომარეობას ჟანაოზენში, თავდაპირველი გეგმით, 5 იანვრამდე უნდა ემოქმედა, მაგრამ პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ვადა გააგრძელა 31 იანვრამდე. ნაზარბაევმა ჯერ ექსტრემისტებს დააკისრა ჟანაოზენში ძალადობაზე პასუხისმგებლობა, თუმცა, მოგვიანებით სამსახურებიდან დაითხოვა რამდენიმე მაღალი რანგის ოფიციალური პირი გაფიცვებთან დაკავშირებული ენერგოკომპანიებიდან.
ყველაზე პოპულარული
1