Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელი ექიმები იკვლევენ ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობას


უცხოელი ექიმების ჯგუფმა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის - იულია ტიმოშენკოს სამედიცინო გამოკვლევა დაიწყო. დაპატიმრების შემდეგ ტიმოშენკო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უჩივის. მისი მხარდამჭერები და საერთაშორისო საზოგადოებრიობის დიდი ნაწილი თვლის, რომ ტიმოშენკოს მიმართ საქმე მის, როგორც ოპოზიციის წამყვანი ფიგურის, გასაჩუმებლად აღიძრა. სამშაბათს ექიმების საერთაშორისო ჯგუფი, რომელშიც სამი კანადელი და ორი გერმანელი ექიმიც შედის, ხარკოვში, კაჩავინსკას ციხეში ჩავიდა. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ - რაისა მოისეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტიმოშენკოს გამოკვლევას გარკვეული დრო დასჭირდება.
XS
SM
MD
LG