Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტროლის პალატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი 272 597 ლარის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა


საქართველოს კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ "უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ფაქტთან დაკავშირებით" ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი "უკანონო დაფინანსების" - 272 597 ლარის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა. კონტროლის პალატა აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ანგარიშიდან "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის წევრთა უკანონო დაფინანსების ფაქტზე, დაფინანსების საერთო ოდენობა კი, 406 525 ლარს შეადგენდა. "საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა 272 597 ლარის უკანონო დაფინანსების ფაქტი იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა პოლიტიკური აქტივობა დადასტურებული და დაკავშირებული იყო "ქართული ოცნების" პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან”, - ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG