Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის ცვლილებებზე მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება


მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ცვლილებების ინიციატორი იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი იქნება. ეს გადაწყვეტილება კომიტეტმა 21 მარტს მიიღო. მისი თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მსჯელობა არასამთავრობო სექტორის იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც კომიტეტი არ ეთანხმება, შემდგომი საკომიტეტო განხილვებისას გაგრძელდება. კუბლაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს ნაყოფიერი სამუშაო პროცესი უწოდა და დასძინა, რომ პროექტი საკანონმდებლო ინიციატივად ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება. კანონპროექტით, შეიცვლება პარტიებთან ე.წ. დაკავშირებული პირის ცნება, შემცირდება პარტიებისთვის დაწესებული ფინანსური სანქციები და დაზუსტდება კონტროლის პალატის ზოგიერთი ფუნქცია.
XS
SM
MD
LG