Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანების უფლებების დაცვის რეზოლუცია გმობს სირიაში ძალადობას


გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ, პარასკევს დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც გაკრიტიკებულია „მძაფრად მზარდი“ ძალადობა სირიის მთავრობის მხრიდან. რეზოლუცია, რომელსაც არ მიემხრო რუსეთი, ჩინეთი და კუბა, ასევე უხანგძლივებს მანდატს ექსპერტთა ჯგუფს, რომელმაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დანაშაულობები უნდა გამოძიოს. სირიის ელჩმა ამ თემაზე კენჭისყრას მიკერძოებული უწოდა. გაეროს და არაბთა ლიგის წარგზავნილი სირიაში, კოფი ანანი, შაბათ-კვირას აპირებს მოსოვსა და პეკინში ჩასვლას. რუსეთმა და ჩინეთმა ამ კვირაში მხარი დაუჭირეს გაეროს განცხადებას, რომელიც სირიის კრიზიის მოსაგვარებლად კოფი ანანის მიერ წამოყენებულ გაგმას ეფუძნება. პეკინმა და მოსკოვმა ორჯერ დაადო ვეტოს სირიის შესახებ რეზოლუციას გაეროში.
XS
SM
MD
LG