Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში განახლდა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსია


ჟენევაში განახლდა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსია. მე-19 რაუნდზე, რომელიც ორ დღეს გასტანს, თბილისის დელეგაცია კვლავ მოითხოვს, რომ საქართველოს მსგავსად ძალის გამოუყენებლობას რუსეთიც დათანხმდეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის განცხადებით, ქართული მხარე ასევე დასვამს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე ტერორიზმის საფრთხის აღკვეთის და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო მეთვალყურეების შეშვების საკითხებს. ჟენევაში ტრადიციულად კვლავ განიხილება დევნილთა დაბრუნების თემა და საქართველოს ორ რეგიონში არსებული ჰუმანიტარული სიტუაცია. თბილისის დელეგაცია ასევე მოითხოვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG