Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოკლეს ექვსი ადამიანი, მათ შორის გაეროს თანამშრომელი


პაკისტანის პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი, მათ შორის გაეროს თანამშრომელი სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში მოწყობილი ორი იერიშის შედეგად. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას, რომელშიც იმყოფებოდნენ გაეროს ადგილობრივი თანამშრომლები, მოკლეს ორი და დაჭრეს ერთი ადამიანი. ასევე ხუთშაბათს შეიარაღებულმა პირებმა ესროლეს სამგზავრო მიკროავტობუსს პროვინციის დედაქალაქ კუეტაში და მოკლეს, სულ ცოტა, ოთხი შიიტი მუსლიმი. დაჭრილია ოთხი ადამიანი. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG