Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ახალი ანტი-ჰომოსექსუალური კანონის საფუძველზე დაპატიმრებები განხორციელდა


რუსეთის პოლიციამ სანკტ-პეტერბურგში ორი პირი დააკავა იმ ახალი კანონის დარღვევის მიზეზით, რომელიც ჰომოსექსუალურ პროპაგანდას კრძალავს. ეს ამ საფუძველზე ადამიანების დაკავების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ქალაქის საკანონმდებლო ორგანომ თებერვალში დაამტკიცა მწვავე კამათის საგნად ქცეული ეს კანონი. ორი აქტივისტი ხუთშაბათს დააპატიმრეს იმის გამო, რომ ეჭრათ პლაკატები წარწერით „ჰომოსექსუალად ყოფნა ნორმალურია“. ახალი კანონის თანახმად, პირებს, რომლებსაც ჰომოსექსუალობის და პედოფილიის პროპაგანდაში სცნობენ დამნაშავედ, შესაძლოა შეეფარდოთ ჯარიმა 5,000 რუბლის - დაახლოებით 172 დოლარის - ოდენობით. ორგანიზაციები კი ამ მიზეზით შეიძლება დააჯარიმონ 500,000 რუბლამდე, ანუ 17,200 დოლარამდე თანხით. უფლებადამცველები ახალ კანონს დისკრიმინაციულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ის ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციასთან მოდის წინააღმდეგობაში. რუსეთის ეროვნული საკანონმდებლო ორგანო - სახელმწიფო დუმა - ამჟამად განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ჰომოსექსუალობის საჯარო მხარდაჭერას მთელი ქვეყნის მასშტაბით აქცევს უკანონოდ.
XS
SM
MD
LG