Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში დააკავეს "ფემენის" წევრი


შაბათს კიევში დააკავეს მოძრაობა „ფემენის“ წევრი, იულია კოვპაჩიკი. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ნახევრადშიშველმა ახალგაზრდა ქალმა, სხეულზე უცენზურო წარწერით, ხელი ჰკრა ქალაქის ცენტრში გამოფენილ თასს, რომელიც უნდა გადაეცეს ფეხბურთში ევროპის წლევანდელ ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდს. იულია კოვპაჩიკმა მოახერხა კვარცხლბეკიდან თასის ჩამოგდება და ის მსუბუქად დააზიანა. „ფემენმა“ სახელი გაითქვა პროვოკაციული აქციები, რომლებიც მიმართულია სოციალური უსამართლობის, ძალადობისა და ქალთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ. ის გმობს გადაწყვეტილებას ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის პოლონეთთან ერთად უკრაინაში ჩატარების შესახებ, რადგან ვარაუდობს, რომ ჩემპიონატი ხელს შეუწყობს უკრაინაში პროსტიტუციის პრობლემის გამწვავებას. „ევრო 2012“ მომავალ თვეში, 8 ივნისს იწყება. ფინალურ მატჩს კიევი უმასპინძლებს 1 ივლისს.
XS
SM
MD
LG