Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარა საფრანგეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედს გამოთქვამს


თურქეთის პრეზიდენტი, აბდულა გიული დარწმუნებულია, რომ თურქეთის საფრანგეთთან ურთიერთობა სწრაფად გაუმჯობესდება, ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის პირობებში. გიული ოლანდს ორშაბათს საღამოს ჩიკაგოში შეხვდა, ნატოს სამიტის კულუარებში. მოგვიანებით მან თურქეთის მედიას უთხრა, რომ ოლანდმა ორ ნატოელ მოკავშირე სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში „ახალი ეტაპის“ დაწყების პირობა დადო. საფრანგეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობაში დაძაბულობის გამომწვევი ფაქტორი იყო პარიზის მხრიდან თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ წინააღმდეგობა. დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა შარშან, როცა ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ, სცადა უკანონოდ ეცნო იმის უარყოფა, რომ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა გენოციდის ტოლფასი აქტი იყო. თურქეთი უარყოფს გენოციდის ფაქტს პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. კანონი საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა - მისი გადაწყვეტილებით, ის გამოხატვის თავისუფლების პრინციპს არღვევდა.
XS
SM
MD
LG