Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში მიმდინარეობს საერთაშორისო დისკუსიის მე-20 რაუნდი


ჟენევაში მიმდინარეობს ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მე-20 რაუნდი. თბილისის დელეგაცია კვლავ მოითხოვს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას და დევნილთა დაბრუნებას. თავის მხრივ, აფხაზური და ოსური დელეგაციები მოითხოვენ, თბილისთან ძალის გამოუყენებლობის იურიდიული დოკუმენტის ხელმოწერას და საერთაშორისო ლექსიკონიდან ტერმინის ოკუპირებული ტერიტორიების ამოღებას. გარდა ამისა, აფხაზური და ოსური მხარეები კვლავ აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია საქართველოს მიერ დაწესებული, ნეირტალური სტატუსის სამგზავრო დოკუმენტებით სარგებლობა.
XS
SM
MD
LG