Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ გაუმკლავდება ევროკავშირის ემბარგოთი შექმნილ პრობლემებს


ირანი აცხადებს, რომ გაუმკლავდება სირთულეებს, რომელსაც მას შეუქმნის ნავთობზე ევროკავშირის მიერ დაწესებული, დღეს ამოქმედებული სანქციები. თეირანის განცხადებით, მას 150 მილიარდი დოლარის მოცულობის უცხოური რეზერვი აქვს დაგროვილი, რითიც შესძლებს შეამციროს ის დარტყმა, რომელსაც ემბარგო მის სანავთობო და საბანკო სექტორებს მიაყენებს. ირანის ნედლი ნავთობის იმპორტზე ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვა ნაწილია იმ ზომებისა, რომელსაც დასავლეთი მიმართავს, რათა ირანი აიძულოს შეაჩეროს თავისი ბირთვული პროგრამა. დასავლეთი შიშობს, რომ ეს პროგრამა სინამდვილეში ატომური იარაღის შექმნას ემსახურება. ირანი ამას უარყოფს. ეს სანქციები ამ დრომდე ყველაზე მკაცრი ზომაა, რომელიც ევროკავშირმა ირანის მხრიდან ბირთვულ სფეროში გადადგმული, კამათის საგნად ქცული ნაბიჯების პასუხად შემოიღო. ეკონომისტების შეფასებით, ამ სანქციებით ირანს ნავთობით მიღებული მოგება გაუნახევრდება.
XS
SM
MD
LG