Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშლოვნის ეროვნულ პარკში 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა


ვაშლოვნის ეროვნულ პარკში, ხანძრის შედეგად 1000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა.

”ინტერპრესნიუსის” ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ცეცხლი ვაშლოვანის პარკში გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.

ხანძარს გადაურჩა უნიკალური ჯიშები, რადგან ცეცხლი ძირითადად ბუჩქებსა და ბალახებზე იყო გავრცელებული.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
XS
SM
MD
LG