უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ არსებობს ფაქტები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის კონფლიქტში მონაწილეობდნენ დაქირავებული უკრაინელი მებრძოლები. 8 აგვისტოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუს ჯარისკაცებად გადაცმული დაქირავებული უკრაინელები გამოიყენა და დაამონტაჟა ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებიც თითქოსდა ასახავდა ქართული სოფლების მოსახლეობაზე ძალადობას და ძარცვას. სააგენტო ინტერფაქს-უკრაინის ცნობით, საპასუხოდ გავრცელებულ კომენტარში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მსგავსი მტკიცება, რომლის დამადასტურებელი ბაზის არსებობა უცნობია, არ შეესაბამება უკრაინა-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას. სამინისტროს შეფასებით, რუსეთის საშუალო რგოლის ჩინოვნიკი არ არის უფლებამოსილი საგარეო პოლოტიკური შინაარსის განცხადებები გაავრცელოს.
უკრაინა უარყოფს 2008 წლის აგვისტოს ომში დაქირავებული უკრაინელი მებრძოლების მონაწილეობას
ყველაზე პოპულარული
1