Accessibility links

მსოფლიოში შვეიცარია ლიდერობს კონკურენტუნარიანობით


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგით, შვეიცარია ლიდერობს ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლებით შედგენილ სიაში. გაუარესებულია შეერთებული შტატების პოზიცია - მას მეშვიდე ადგილი ერგო. გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა, ნათქვამია, რომ გაუარესებულია ევროპის რამდენიმე ქვეყნის პოზიციაც. მაგალითად, საბერძნეთს ერგო 96-ე ადგილი და მას უსწრებენ ეკვადორი და მონღოლეთი. საქართველო 77-ე ადგილზეა, რაც ნიშნავს კონკურენტუნარიანობის 11 ადგილით გაუმჯობესებას წინა წელთან შედარებით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG