Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პრეზიდენტის აზრით, სირიაში ცვლილების დროა


ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მურსიმ დღეს გამოთქვა მოსაზრება, რომ სირიაში ცვლილების დროა. მურსიმ კაიროში, არაბთა ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე გამოსვლისას მოუწოდა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს ისწავლოს „უახლესი ისტორიის გაკვეთილები“ და გადადგეს, სანამ გვიანი არ არის. „სირიელმა ხალმა ხმამაღლა და მკაფიოდ თქვა თავისი სათქმელი. და დაიღვარა მისი სისხლი, იღვრება მისი სისხლი. ამიტომ არ შეიძლება, დაყოვნდეს მიღება გადაწყვეტილებისა, რომელიც არ დაუშვებს სისხლის დაღვრას და სირიას მოუტანს სასურველა ცვლილებას“, განაცხადა მუჰამედ მურსიმ - ეგვიპტის პირველმა პრეზიდენტმა, რომელმაც თავისუფალ არჩევნებში გაიმარჯვა მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად ჰოსნი მუბარაქის ხანგრძლივი მმართველობის დამხობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG