Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტიდან გააძევეს პუტინის მოწინააღმდეგე დეპუტატი


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა პარასკევს მხარი დაუჭირეს კანონმდებელ გენადი გუდკოვისათვის მანდატის ჩამორთმევას მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მას წაუყენა უკანონო კომერციული საქმიანობის ბრალდება. 291 დეპუტატი მიემხრო პარტია „სამართლიანი რუსეთის“ წევრ გუდკოვის გაძევებას, წინააღმდეგი იყო 150-ი, სამმა კი თავი შეიკავა. გუდკოვი ხშირად აკრიტიკებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ოპოზიციის ლიდერებს მიეკუთვნება. ის ირწმუნება, რომ პოლიტიკური მოტივით დევნიან.
XS
SM
MD
LG