Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის საკითხში გაეროს წარმომადგენელი კრიზისზე ესაუბრა სირიის პრეზიდენტს


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი, ლახდარ ბრაჰიმი შაბათს დამასკში შეხვდა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს სირიაში კონფლიქტის მოგვარების გზებზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრის შემდეგ ბრაჰიმიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კრიზისი ძალიან სახიფათოდ მიაჩნია. მისი თქმით, „კრიზისი მწვავდება და საფრთხეს უქმნის სირიელ ხალხს, რეგიონსა და მთელს მსოფლიოს“. ბრაჰიმი პირველად შეხვდა პრეზიდენტ ალ-ასადს მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ კოფი ანანი შეცვალა სირიის საკითხში გაეროს წარმომადგენლის პოსტზე. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, პარასკევს სირიაში 160-მდე ადამიანი მოკლეს.
XS
SM
MD
LG