უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რაისა მოისეენკოს განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც შვიდი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, კიდევ, სულ ცოტა, ერთი თვე დარჩება საავადმყოფოში. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ტიმოშენკო გერმანელმა ექიმმა გასინჯა. ყოფილ პრემიერ-მინისტრს მაისიდან მკურნალობენ ხარკოვის საავადმყოფოში, ზურგის ტკივილების გამო. მას პატიმრობა აქვს მისჯილი ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდების საფუძველზე. ტიმოშენკო ბრალდებებს უარყოფს.
ყველაზე პოპულარული
1