სირიის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს დამასკში მომხდარ ორ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ომრან ზოჰბიმ აგრეთვე განაცხადა, რომ აფეთქების ადგილზე იმყოფებოდნენ ”შეიარაღებული ტერორისტები”. აფეთქებები მოხდა ქალაქის იმ ნაწილში, სადაც სამთავრობო შენობებია. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, აფეთქებები 15 წუთის ინტერვალით მოხდა და მას ავტომატური იარაღიდან სროლა მოჰყვა.
ყველაზე პოპულარული
1