კომპანია ”ტვიტერის” ხელმძღვანელობამ გერმანიაში ულტრამემარჯვენე დაჯგუფების ”ტვიტები” დაბლოკა. ”ტვიტერის” ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ გერმანელი მომხმარებლებისათვის დახურა წვდომა ჯგუფ ”უკეთესი ჰანოვერის” ინფორმაციაზე, რომლის საქმიანობაც ჰანოვერის პოლიციამ აკრძალა - დანაშაულის მზადების ბრალდებით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ”ტვიტერმა” გამოიყენა ფუნქცია "Country Withheld Content", რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიას უკეთ გააკონტროლოს ამა თუ იმ ქვეყანაში აკრძალული ორგანიზაციოების მიერ გავცრელებული ინფორმაცია.
ყველაზე პოპულარული
1