Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებას 15 კაცი ემსხვერპლა


ქორწილში მიმავალი 15 ადამიანი დაიღუპა გზაზე დადებული ბომბის აფეთქების შედეგად ჩრდილოეთ ავღანეთის ბალხის პროვინციაში. პოლიციის ინფორმაციით, პარასკევს დავლათაბადის რაიონის მცხოვრებთა ჯგუფი, მათ შორის ქალები და ბავშვები ავტობუსით გადაადგილდებოდნენ. აფეთქებაში, რომელზეც პასუხიმგებლობა ჯერ არავის აუღია, კიდევ 18 ადამიანი დაიჭრა. გაეროს უშიშროების საბჭომ სერიოზული შეშფოთება გამოხატა თალიბანისა და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების მიერ მოწყობილ ტერორისტულ თავდასხმებში დიდი რაოდენობით სამოქალაქო პირების დაღუპვის გამო. 2001 წლიდან, რაც აშშ-ის სარდლობით ავღანეთში ინტერვენცია მოხდა, მსხვერპლის რაოდენობა მშვიდობიან მოსახლეობაში რამდენიმე ათასს აღწევს. ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების ფონზე, ავღანეთის ჩრდილოეთი ყველა მშვიდ პროვინციად ითვლება, თუმცა ბოლო წლებში ბალხის რაიონში სულ უფრო იზრდება თალიბანის აქტივობა.
XS
SM
MD
LG