Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი მეამბოხეები: დაპყრობილია არმიის ბაზა დამასკთან


სირიელი მეამბოხეები აცხადებენ, რომ კონტროლი დაამყარეს არმიის ბაზაზე დამასკის გარეუბანში. ისლამისტი მეამბოხეების ჯგუფები "ანსარ ალ-ისლამი" და "ჯუნდ ალაჰის ბრიგადები" აცხადებენ, რომ ოთხდღიანი ბრძოლის შედეგად აიღეს სამხედრო ბაზა ჰაჯარ ალ-ასვადთან. გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულია, როგორ დადიან ბაზაზე მეამბოხეები. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს სირიელი ხალხის „კანონიერ წარმომადგენლებად“ ცნეს სირიელი ოპოზიციონერები, თუმცა თავი შეიკავეს მათი დიპლომატიური აღიარებისაგან.
XS
SM
MD
LG