Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში დაიწყო საერთაშორისო დისკუსიის 22-ე რაუნდი


ჟენევაში საინფორმაციო შეხვედრებით გაიხსნა საერთაშორისო დისკუსიის 22-ე რაუნდი, რომელშიც საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეების, ევროკავშირის, ეუთოს, გაეროს და აშშ-ის წარმომადგენლები მონაწილეობენ. დისკუსიის განახლებამდე ცხინვალისა და სოხუმის დელეგაციათა ხელმძღვანელებმა მურატ ჯიოევმა და ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადეს, რომ კვლავ მოითხოვენ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის იურიდიული დოკუმენტის ხელმოწერას. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩირიკბამ სააგენტო აფსნიპრესთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიას საქართველოს დელეგაცია ახალი შემადგენლობით ესწრება და ბუნებრივია, მისი მიდგომები საინტერესო იქნება. თავის მხრივ, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის ახალი დელეგაციისთვის ჟენევის დისკუსიის 22-ე რაუნდს ძირითადად გაცნობითი ხასიათი ექნება.
XS
SM
MD
LG