Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: გიგა ბოკერია კოჰაბიტაციის სანაცვლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა


ერთ-ერთი, ვინც კოჰაბიტაციის სანაცვლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია იყო - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა აშშ-ის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ. თეა წულუკიანის თქმით, "ბატონი გიორგი ბოკერია ითხოვდა, რომ შეწყვეტილიყო სისხლის სამართლის დევნები იმის სანაცვლოდ, რომ ოპოზიცია მოქცეულიყო წესიერად და კონსტრუქციულად." იუსტიციის მინისტრის განცხადება კატეგორიულად უარყო ეროვნული უშიშროების საბჭომ.
XS
SM
MD
LG