Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფანჯიკიძე: განცხადებები 2013 წლიდან ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ტყუილია


წინა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ 2013 წელს საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ივლიდნენ ევროპაში , ტყუილი და წინასაარჩევნოდ გამოგონილია, რომელიც არასოდეს შეესაბამებოდა სიმართლეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. ამასთან, ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ 2013 წელს იანვარში საქართველოში ევროკომისარი საშინაო პოლიტიკის საქმეებში სესილია მალსტრომი ვიზების ლიბერალიზაციის გეგმას ჩამოიტანს და სწორედ ამ გეგმით იმუშავებს მთავრობა. " გეგმის პირველი ნაწილის შესრულება ნოემბრამდე, ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე იგეგმება. შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი და ამის ბოლოს უნდა ველოდოთ სავიზო რეჟიმის გამარტივებას", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
XS
SM
MD
LG