Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში საპროტესტო დემონსტრაციამ დედაქალაქს მიაღწია


პაკისტანში გავლენიანი მუსლიმი სასულიერო პირის, ტაჰირ-ულ ყადრისა და მისი ათასობით მომხრის საპროტესტო დემონსტრაციამ უკვე მიაღწია დედაქალაქ ისლამაბადს. აქცია, რომელსაც ტაჰირ-ულ ყადრი „დემოკრატიის ქარავნის სვლას“ უწოდებს, კვირას დაიწყო ქალაქ ლაჰორში. ტაჰირ-ულ ყადრი - რომელიც საარჩევნო რეფორმების გატარებას მოითხოვს, გაზაფხულზე დანიშნული არჩევნების წინ - იმედოვნებდა, რომ აქციაში 100,000-ზე მეტი ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას. თუმცა მონაწილეთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რეჰმან მალიკმა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს უთხრა, აქციაში სულ „რამდენიმე ათასი“ ადამიანი მონაწილეობსო. თვითმხილველები კი აცხადებენ, რომ დემონსტრაციაში ათი ათასობით პირია ჩართული. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ცნობით, ისლამაბადზე გამავალი მთავარი გზა გახსნილია, მაგრამ გადაკეტილია ქუჩები, სადაც მდებარეობს მთავრობისა და დიპლომატიური მისიების შენობები. 61 წლის ტაჰირ-ულ ყადრი კანადაში მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ, გასულ თვეში დაბრუნდა პაკისტანში. ისლამაბადი მას არჩევნების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. ყადრი ამ ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG