Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირში 30 მძევალი გაექცა გამტაცებლებს


ალჟირის სახელმწიფო მედიის ცნობით, 30-მა ალჟირელმა შეძლო გაქცევა გაზის მომპოვებელი საწარმოდან, სადაც ათობით მძევალი, მათ შორის ბევრი უცხოელი დაატყვევეს ისლამისტმა ექსტრემისტებმა. ალჟირის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობაში არ არის ნათქვამი, როგორ შეძლეს გაქცევა ალჟირელმა მუშებმა. იუწყებიან ასევე, რომ საწარმო ალყაში ჰყავთ მოქცეული ალჟირელ ჯარისკაცებს. ექსტრემისტები, რომლებმაც ლიბიის საზღვართან, უდაბნოში მდებარე საწარმო დაიპყრეს, საფრანგეთისაგან მოითხოვენ მალიში მისი ოპერაციისათვის ბოლოს მოღებას. არაბულენოვან ტელეკომპანია „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში, მამაკაცმა, რომელიც თავს ექსტრემისტების წარმომადგენელს უწოდებს, დაადასტურა უფრო ადრე გავრცელებული ცნობები, რომ მძევლად იქნა აყვანილი 41 ადამიანი - მათ შორის ნორვეგიის, საფრანგეთის, შეერთებული შტატების, კოლუმბიისა და სომხეთის მოქალაქეები. გაზის მომპოვებელ საწარმოზე თავდასხმისას დაიღუპა, სულ ცოტა, ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბრიტანელი, დაიჭრა ექვსი ადამიანი. ალჟირის მთავრობა გამორიცხავს გამტაცებლებთან მოლაპარაკებას.
XS
SM
MD
LG