Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც მეორე ვადით გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, 21 იანვარს საჯარო ფიცს წარმოთქვამს აშშ-ის კაპიტოლიუმის კიბეებზე. ინაუგურაციამდე ბარაკ ობამამ თეთრ სახლში უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარის ჯონ რობერტსის წინაშე უკვე წარმოთქვა პრეზიდენტის ფიცის სიტყვები. „მე, ბარაკ ჰუსეინ ობამა, საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად ვუხელმძღვანელებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა მოვუარო, გავუფრთხილდე და დავიცვა აშშ-ის კონსტიტუცია. ღმერთი იყოს ჩემი შემწე“, - განაცხადა ობამამ. აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებას ვაშინგტონში დაახლოებით 800 ათასი ადამიანი მიადევნეს თვალს. 2008 წელს ობამას პირველ ინაუგურაციას 1,8 მილიონი კაცი დაესწრო.
XS
SM
MD
LG