სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, პარუირ ჰაირიკიანმა, რომელიც წუხელ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შესაძლოა, არჩევნების გადავადება ითხოვოს. ჰაირიკიანმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ შესაძლოა, ითხოვოს არჩევნების ორი კვირით გადადება, რაც დაშვებულია სომხეთის კონსტიტუციით. 63 წლის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავის სახლთან, ერევანში დაჭრეს. ოპერაციის შემდეგ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ ჭრილობა საფრთხეს არ უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას. 18 თებერვლის არჩევნებისათვის, მის გარდა, დარეგისტრირებულია შვიდი კანდიდატი, მათ შორის ამჟამინდელი პრეზიდენტი, სერჟ სარქსიანი, რომელსაც მეორე ვადით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.
ყველაზე პოპულარული
1