Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავასა და მერაბიშვილს, სავარაუდოდ, ისევ დაკითხავენ


საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, თბილისის მერი, გიგი უგულავა და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, ისევ დაკითხონ. როგორც კბილაშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, პროკურატურაში მიმდინარეობს სხვადასხვა საქმის გამოძიება, რაც საჭიროებს მერაბიშვილთან ურთიერთობას, მაგალითად, გირგვლიანის საქმესთან და 26 მაისის დემონსტრაციასთან დაკავშირებით და, მთავარი პროკურორის სიტყვებით, მერაბიშვილის დაკითხვა, ალბათ, აუცილებელი იქნება. რაც შეეხება თბილისის მერს, კბილაშვილის განმარტებით, ერთადერთი არ არის თბილისის დასუფთავებაზე პასუხისმგებელ კომპანია „თბილსერვისჯგუფთან“ დაკავშირებული საქმე, რომელზეც გიგი უგულავა დაიკითხა და მას სავარაუდოდ დაკითხვენ, მაგალითად, რიყის გასხვისების საქმეზეც.
XS
SM
MD
LG