Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობას მუწოდებს, დასაქმებისთვის წინა მთავრობის მიერ შექმილი ბაზა გამოიყენოს


ქუთაისის საოლქო პროკურატურაში დაკითხვის დაწყებამდე ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალ მთავრობას აქვს კარგი საშუალება იზრუნოს ხალხის დასაქმებაზე და ამის საფუძველი სწორედ ის ბაზაა, რომლის შექმნაც წინა მთავრობამ დაიწყო. ”შესაბამისად იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დაკითხვაზე გვატარონ, ეს პროგრამა გადადონ და დასაქმების სამინისტრო გააუქმონ, მათ მუშაობა უნდა გააგრძელონ დასაქმების პროგრამაზე” - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა. მის მხარდასაჭერად ქუთაისის საოლქო პროკურატურასთან შეიკრიბა რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები.
XS
SM
MD
LG