Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრა


საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სამუშაო შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში, პრეზიდენტის ერთ-ერთ რეზიდენციაში გაიმართება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, დღეს, დილიდან ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სხვა შეხვედრებიც. 15:00 საათზე დაიწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის სამუშაო შეხვედრა, რომელიც მედიისთვის დახურული იქნება.
XS
SM
MD
LG