Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ოპოზიციის ლიდერს შინაპატიმრობა გაუხანგრძლივდა


მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს, სერგეი უდალცოვს 6 აგვისტომდე გაუხანგრძლივა შინაპატიმრობის ვადა. სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მეტი დროა საჭირო საიმისოდ, რათა გამოიძიონ ვინ მოახდინა 2012 წლის მაისში მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე მომხდარი ანტი-სამთავრობო მღელვარების ორგანიზება. ამ საქმეში უდალცოვის გარდა ბრალი ედებათ კონსტანტინ ლებედევს და ლეონიდ რაზვოჟაევს. სამივე აქტივისტი უარყოფს ბრალდებას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უდალცოვს ოჯახის წევრების, ადვოკატების, გამომძიებლების და სამართალდამცავების გარდა სხვა პირებთან შეხვედრის უფლება არ აქვს. მას ასევე აუკრძალეს ტელეფონის და ინტერნეტის მოხმარება, ისევე როგორც წერილების გაგზავნა და მიღება.
XS
SM
MD
LG