Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აღნიშნავენ 9 აპრილის ტრაგედიის 24-ე წლისთავს


საქართველოში აღნიშნავენ 9 აპრილის ტრაგედიის 24-ე და დამოუკიდებლობის აღდგენის 22-ე წლისთავებს. თბილისში, პარლამენტის შენობასთან მდებარე მემორიალთან დედაქალაქის მერმა, პოლიტიკური პარტიების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, პარლამენტის დეპუტატებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის მიერ მშვიდობიანი აქციის დარბევისას დაღუპული 21 ადამიანის ხსოვნას. სპეციალური განცხადება გაავრცელა ქვეყნის მთავრობამ, რომელიც 9 აპრილს უწოდებს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ბრძოლის შედეგად, 1991 წლის 9 აპრილს, გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ”ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ჩვენს გმირებს, ყოველთვის პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და დავრჩებით ერთგულნი იმ იდეალებისა, რომლებსაც მათ თავი შესწირეს", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG