Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პარლამენტი საგანგებო სხდომას მიუძღვნის მარგარეტ თეტჩერის ხსოვნას


დიდი ბრიტანეთის პარლამენტი დროზე ადრე შეწყვეტს არდადეგებს და ოთხშაბათს საგანგებო სხდომას გამართავს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ თეტჩერის ხსოვნის პატივსაცემად. ოთხშაბათის სხდომაზე პირველი გამომსვლელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი იქნება. წინასწარი ინფორმაციით, კამერონი თეტჩერის მემკვიდრეობას კიდეც შეაქებს და კიდეც გააკრიტიკებს. ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ედ მილიბენდმა თავისი პარტიის წევრები დაარიგა - თეტჩერზე პატივისცემით ილაპარაკონ, თუმცა, ზოგიერთი ლეიბორისტი ყოფილი კონსერვატორი ლიდერის გაკრიტიკებას აპირებს. თეტჩერის ლიდერობით კონსერვატორებმა სამ არჩევნებში გაიმარჯვეს - 1979-90 წლებში. ბრიტანეთის პარლამენტის ნაადრევად შეკრება იშვიათი მოვლენაა. ბოლო 32 წლის განმავლობაში ეს მეთხუთმეტედ ხდება. ბარონესა თეტჩერის დაკრძალვა 17 აპრილს არის დაგეგმილი. ის 8 აპრილს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG