Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაშმირის რეგიონში მიწისძვრა მოხდა


დღეს მიწისძვრა მოხდა ქაშმირის რეგიონში, პაკისტანისა და ინდოეთის საზღვრის გასწვრივ. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის ცნობით, მან 5,7 სიმძლავის მიწისძვრა დააფიქსირა. ცნობების თანახმად, მიწისქვეშა ბიძგებმა შენობები შეარყია ეპიცენტრიდან 450 კილომეტრში მდებარე დელიშიც. მსხვერპლის, ან მატერიალური ზარალის შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან.
XS
SM
MD
LG