Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში „ბოლოტნაიაზე“ მიტინგის სამზადისში ახალგაზრდა კაცი დაიღუპა


პოლიციის ინფორმაციით, მოსკოვში ოპოზიციის მიტინგის ადგილზე სცენის მონტაჟის დროს 26 წლის ახალგაზრდა მაქსიმ მელკოვი დაიღუპა. მას თავზე აკუსტიკური ხმის გამაძლიერებელი დაეცა. დაღუპული ოპოზიციის მომხრე იყო და როგორც მოხალისე, ისე ღებულობდა მონაწილეობას მოსკოვში ”ბოლოტნაიას” მოედანზე დღისთვის დაგეგმილი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული აქციის სამზადისში. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, უბედური შემთხვევი მიუხედავად საღამო დაგეგმილი აქცია მოსკოვში გეგმის თანახმად ჩატარდება.
აქციის მონაწილეები ზუსტად ერთი წლის წინ მომხდარს გააპროტესტებენ. 2012 წლის 6 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის მესამე ვადით გამარჯვების საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე მოხდა დაპირისპირება პოლიციას და აქციის მონაწილეებს შორის. სამართალდამცველებმა 28 ადამიანს წარუდგინეს „ბოლოტნის საქმესთან“ დაკავშირებული ბრალდებები, ბრალდებულთა დაახლოებით ნახევარი პატიმრობაშია. დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეთა რაოდენობა წინასწარ 30 ათასი ადამიანით განისაზღვრა.
XS
SM
MD
LG